ჩვილ ბავშვთა მოვლა

ჩვილის ცხოვრების პირველი კვირა -თქვენთვის გასაოცარი რამაა. ამასთან ერთად შეიძლება მოგეჩვენოთ საკმაოდ რთული, განსაკუთრებით თუ თქვენი პატარა უარს ამბობს კვებაზე. რჩევები დაგეხმარებათ თქვენ, გამოიმუშაოთ ახალშობილისათვის პირველი კვების უნარ -ჩვევები. შეეცადეთ შეიძლება თანხვდეს ტკივილები, განსაკუთრებით კვების დაწყების პირველ კვირაში. ხდება ხოლმე, რომ ბავშვი უარს ამბობს ძუძუზე, ან თქვენ არ გაქვთ რძე  -ყოველივე ეს არ არის სასიამოვნო ორივე თქვენგანისათვის. 


1. გამოკვებოთ ჩვილი დაბადებიდან ერთი საათის შემდეგ. საჭიროა, რომ სამშობიაროში პატარა იმყოფებოდეს გამუდმებით თქვენს გვერდით. ასე თქვენ შეძლებთ მისცეთ მას ძუძუ, როცა მოუნდება, ეს კი მნიშვნელოვანია სიცოცხლის პირველ დღეებში. გააბრთხილეთ ექთნები, რომ თქვენ უნდა კვებოთ თვითონ ბავშვი, რათა მა თარ მისცენ ბოთლი. 

2. მოემზადეთ იმისათვის, რომ ახალშობილი მოგთხოვთ ძუძუს 10 -14-ჯერ მაინც დღე -ღამეში დაბადებიდან პირველ კვირაში. გარდა ამისა, იგი შეძლებს გაიაროს პერიოდი გაძლიერებულ კვებისა, ანუ მოგთხოვოთ კვება საათში რამდენჯერმე. ასეთი “შიმშილის” პერიოდი არის დილის 4 საათიდან და შუადღის შემდეგ. 

3. ნუ დაელოდებით სანამ თქვენი მკერდი გაივსება რძით. აჭამეთ ბავშს, როგორც კი მოგთხოვთ, ეს შეიძლება დაგანახოთ თქვენსკენ გადმოხრით, მოუსვენრობით, პირის გაღებით, მთქნარებით,ან თითების პირში ჩადებით და ყველაფრის წოვით რაც ეხება მის ლოყებს. 

4. ზოგჯერ დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ იწყებს ბავშვი “ღორმუცელობას” და ხარბად ეტანება ძუძუს. ეს შეიძლება თქვენთვის მტკივნეულიც იყოს, თუ მკერდში არ არის რძე. ასსეტ დროს გაიკეთეთ თბილი კომპრესები ან ჭამამდე რამოდენიმე წუთით ადრე გაიკეთეთ რძის გამომწოვი, რათა მოიხსნათ დაძაბულობა ძუძუს თავებისგან და გაუადვილოთ პატარას კვების პროცესი. 

5. დაუწყეთ კვება, იმ ძუძუთი რითაც დაამთავრეთ ბოლოს. ბავშვმა უნდა წოვოს თვითეული ძუძუ10 -15 წუთი.